ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 'ღამის სერენადები' დასრულდა
10:47:47     04-09-2014
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" დასრულდა. დასკვნით კონცერტზე ბათუმის საზაფხულო თეატრში მენდელსონის სავიოლინო კონცერტი სერგეი ნაკარიაკოვმა საკუთარი გაორკესტრებით კამერულ ორკესტრ "ვირტუოზებთან" ერთად შეასრულა.
კონცერტზე ასევე შესრულდა ბეთჰოვენის სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოს, ჩელოსა და ვიოლინოსთვის. კონცერტს ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი დირიჟორობდა.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაში ლიანა ისაკაძესთან ერთად ჩელისტი დენის შაპოვალოვი და ამერიკაში ცნობილი პიანისტი სერგეი ბაბაიანიც წარსდგენენ.
ფესტივალ “ღამის სერენადების” კიდევ ერთი კონცერტი თბილისში 3 სექტემბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზეც გაიმართება .